X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რევაზ სოხაძე რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროგრესსს ადგილზე გაეცნო

10 დეკემბერი 2025

მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროგრესსს ადგილზე გაეცნო.

ჩუმათელეთიხევის მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს 5 ახალი ხიდის და 3-ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა. 4-კილომეტრიანი გზის მშენებლოა-მოდერნიზება დასრულების ეტაპზეა და ამჟამად მიმდინარეობს ფერდის დამუშავების, სადრენაჟე არხების მოწყობის და საბოლოო მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

რიკოთის მაგისტრალი მოიცავს 52-კილომეტრიან 4-ზოლიან ჩქაროსნულ გზას (51 გვირაბით და 97 ხიდით). ამ დროისთვის ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 48 კილომეტრი ახალი, 4-ზოლიანი გზით (51 გვირაბითა და 91 ხიდით). მიმდინარე მონაკვეთის დასრულების შემდეგ, რიკოთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალი მთლიანად შევა ექსპლუატაციაში.

რიკოთის ახალი გზა 8 კილომეტრით ამცირებს მანძილს და ანახევრებს გადაადგილების დროს.

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან (ADB, EIB, WB) მიღებული სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით. მისი საერთო ღირებულება 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს.

მინისტრთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ საავტომობილო ზგების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი.